ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რომის პაპმა უკრაინაში სისასტიკის გამო, რუსეთი გააკრიტიკა-„როიტერი“

ნახვები: 424 რომის პაპმა უკრაინაში სისასტიკის გამო, რუსეთი გააკრიტიკა-„როიტერი“

რომის პაპმა ფრანცისკემ გააკრიტიკა რუსეთი უკრაინაში სისასტიკის გამო და ამავდროულად განაცხადა, რომ შესაძლოა, ომი პროვოცირებული იყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, რომის პაპს გასულ თვეს ჰქონდა საუბარი იეზუიტური მედიის რედაქტორებთან, რომლის ტექსტი დღეს იქნა გამოქვეყნებული. მედიის ცნობით, პაპმა ფრანცისკემ გააკრიტიკა რუსეთი უკრაინაში ჩადენილი სასტიკი, ულმობელი, საზარელი ქმედებების გამო და შეაქო უკრაინელების მამაცური ბრძოლა გადარჩენისთვის. თუმცა ამასთან აღნიშნა, რომ ომი შესაძლოა, რაღაც გზით პროვოცირებული იყო.

როგორც მედია წერს, რომის პაპმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ვლადიმერ პუტინი საკუთარ ჯარებს გაგზავნიდა უკრაინაში, პონტიფიკი შეხვდა სახელმწიფოს მეთაურს, რომელმაც გამოთქვა შეშფოთება, რომ ნატო იმგვარად მიუახლოვდა რუსეთს, რომ შესაძლოა, ომი გამოიწვიოს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ მთელ დრამას, რომელიც იშლება ამ ომის უკან, რომელიც შესაძლოა, რაღაც გზით პროვოცირებული იყო ან არ იქნა აღკვეთილი“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

„როიტერის“ ინფორმაციით, რომის პაპმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარების სისასტიკის დაგმობისას არ უნდა იქნას დავიწყებული არსებული რეალური პრობლემები, თუ მათი გადაჭრის სურვილი არსებობს. მისი თქმით, სამხედრო მრეწველობა არის იმ ფაქტორებს შორის, რომელიც ომის გაჩაღებას სტიმულს აძლევს.

„ასევე, მართალია, რომ რუსები ფიქრობდნენ, ყველაფერი ერთ კვირაში დამთავრდებოდა. მათ არასწორი გათვლები გააკეთეს. ისინი დაუპირისპირდნენ მამაც ხალხს, ხალხს, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისთვის და რომელთაც აქვთ ბრძოლის ისტორია“, – აღნიშნა პაპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა