ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

გინდა უშველო, მაგრამ ვერ შველი... გული გამიგლიჯა - ლევან რატიანი

ნახვები: 324 გინდა უშველო, მაგრამ ვერ შველი... გული გამიგლიჯა - ლევან რატიანი

კორონავირუსმა ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის თანამშრომლის, 45 წლის რუსუდან ზუკაკიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მომხდარს სოციალურ ქსელში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი გამოეხმაურა.

"მიდი-მოდია ცხოვრება, მიდიან გვტოვებენ და ჩვენც წავალთ, ამ შეგრძნებით და იმედით ვცხოვრობთ, რა არ ხდება, რას არ გაიგებ, ისეთს გაიგებ, ისეთს მოისმენ, ისეთს დაინახავ, რისი შეგრძნება არ გინდა, არ გინდა იყო მომსწრე ამ ამბის მაგრამ სამწუხაროდ მომსწრე ხარ, გინდა უშველო მაგრამ ვერ შველი, იტყვი არ გამომივიდა, ღვთის ნება იყო, ღვთის ნებაა ყველაფერი....

ეს კი ყველფერი ცხოვრება.... ცხოვრება, რომელიც ძალიან გტკენს.... დღეს ის დილა, რამაც მატკინა სასტიკად გული, მატკინა არ ჰქვია გამიგლიჯა, ჩემო რუსო ...,"- წერს ლევან რატიანი სოციალურ ქსელში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა