რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

მედიის ცნობით, რუსეთი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ბუნებრივი აირის მიწოდებას 40 პროცენტით ამცირებს

ნახვები: 492 მედიის ცნობით, რუსეთი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ბუნებრივი აირის მიწოდებას 40 პროცენტით ამცირებს

რუსეთი 40 პროცენტით ამცირებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ბუნებრივი აირის მიწოდებას. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ კომპანია „გაზპრომის“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით, დღიურად 167 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად, მხოლოდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების გარანტირება შეუძლია.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი გერმანული კონცერნის – „სიმენსის“ მხრიდან საჭირო ნაწილების დაგვიანებაა, რის გამოც „პორტოვაიას“ სადგურზე ვერ მოხერხდა სარემონტო სამუშაოების დროულად დასრულება, რომელიც ასევე შესაბამისი ნაწილების ნაკლებობამ გამოიწვია.

„კომპანია „სიმენსის“ მიერ ბუნებრივი აირის სატუმბი დანადგარის სარემონტოდან დაბრუნების დაგვიანებასთან დაკავშირებით, დანადგარის სარემონტო ვადის ამოწურვისა და ძრავების ტექნიკური გაუმართაობის გამო, „პორტოვაიას“ სადგურზე შესაძლებელი იქნება ბუნებრივი აირის მხოლოდ სამი სატუმბი დანადგარის გამოყენება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების და ამის გამო დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „გაზპრომს“ არამეგობრული ქვეყნებიდან ბუნებრივი აირის გადასახადის მხოლოდ რუსულ რუბლებში მიღება დაავალა. საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის თქმის გამო, რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ უკვე შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს და ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა