რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ხელისუფლება "ფარდა ახდილი"დატოვა-თინათინ ხიდაშელი

ნახვები: 549 ხელისუფლება "ფარდა ახდილი"დატოვა-თინათინ ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი   "ფეისბუქ" პოსტით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცახადებას ეხმიანება.

"თუკი საკუთარ ეგოზე მაღლა დავდგებით, პირად სიყვარულ-სიძულვილს ცოტა ხანი გვერდზე გადავდებთ უცებ დავინახავთ რომ პრეზიდენტი სინადვილეში დღეს ყველა გულწრფელად ევროპული ძალების სრულფასოვან მოკავშირედ იქცა. 

ყველაფერზე პასუხი გასცა, დაადასტურა და ჩამოაწიკწიკა რაც კი ჩვენ აქამდე ერთდ ან ცალკცალკე გვითქვამს და რასაც გაავებული ხელის ქნევით სისულელეს და გამოგონილს ეძახის ხელისუფლება. ყველა შეცდომა, დანაშაულებრივი ქმედება და უმოქმედობა, ხელისუფლება "ფარდა ახდილი"დატოვა. 

კიდევ ერთხელ, შესაძლოა, მოგვწონს ან არ მოგვწონს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია და დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო. 

თანამზრახველი კი ის არის მაინცდამაინც ყოველთვის ბოლომდე ყველაფერში რომ არ ეთანხმები და არ გეთანხმება მაგრამ ერთი გენერალური ხაზი გაქვთ და ერთი მიზნისკენ მიდიხართ, თორემ აბა ისე შენიანი იქნებოდა. 

მოკლედ მგონია რომ დღეს უნდა მივიღოთ სწორედ ასეთად.

PS მეც უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ყველა ამ სიტყვისთვის ბოლოში გვირგვინად გვარამიას შეწყალებისთვის რომ მოეწერა ხელი, მაგრამ მაშინ ჩვენიანი იქნებოდა. 

PPS ძირითად პრეტენზიად რაც ვნახე 20 ივნისის მუხტი დააგდოო და სალომე ზურაბიშვილმა როგორ უნდა დააგდოს ხალხო 20 ივნისის მუხტი მისი მოწოდების გამგონე 20 ივნისის ძალიან მაღალი ალბათობით 20 ივნისს ისედაც არ მოვიდოდა აქციაზე. ვფიქრობ რომ ეს ამ დღის ფენომენის ანაბანაა",-წერს ხიდაშელი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა