ესტონეთის იუსტიციის მინისტრი - საქართველო ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის, ევროკავშირის ნაწილი, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ასეც მოხდება, რადგან პროგრესი მართლაც გასაოცარია
დავით უსუფაშვილი - აშშ ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის, მაგრამ საუბარი, კონკრეტულად რას გვთავაზობდნენ, ცოტა არ იყოს, სპეკულაცია მგონია
ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს
ვლადიმერ პუტინი - ყველამ დაიმახსოვროს, ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ, ჩვენს მიწას ყველა ძალით და საშუალებით დავიცავთ
დიმიტრი პესკოვი ვერ აკონკრეტებს, რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დამოუკიდებლობა, რომელთა ანექსიას რუსეთი დღეს გეგმავს
მამუკა მდინარაძე - გიორგი ვაშაძეს ამ სიბინძურისთვის რაც ეკუთვნის, ამის თქმას ვერ ვიკადრებ, ისეთ მორალურ ფსკერზეა, ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა
ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არათუ მშვიდობა, უსაფრთხოება შევინარჩუნეთ, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა
პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, ვიმედოვნებ, ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია ისარგებლებს ღია კარით და წინსვლას გააგრძელებენ

დავით კიზირია: წალენჯიხის მუნიციპალეტში მიმდინარე პროცესები გახლავთ ევროპული არჩევანი

06.15.2022 | 11:07

საქართველოში რეალური თვითმმართველობისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, რაც სპეციალისტებისა და საზოგადოების მიერ შეფასდა, როგორც ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი. წალენჯიხის მერის გია ხარჩილავასა და “სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის” თანამშრომლობით განხორციელდა ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების გაძლიერებას. საბჭოების ფორმირება მოხდა წალენჯიხის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში საყოველთაო, თანასწორი, სამართლიანი, პირდაპირი, ფარული და თავისუფალი არჩევნების საფუძველზე. როგორც პროექტის ავტორი, სამოქალაქო ინიციტივებისა და ინოვაციების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით კიზირია აცხადებს, სათემო საბჭოებს აქვს უმთავრესი უფლებამოსილება - დაიცვას საკუთარი თემის ინტერესი. იგი მიიჩნევს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესია სწორედ ევროლუპი არჩევანის ნათელი გამოხატულება.

 

ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ რა არის ევროპული არჩევანი?

ევროპული არჩევანი ადამიანების თავისუფლებაში გამოიხატება. კერძოდ, მოქალაქეებს საკუთარი თავის ორგანიზების საშუალება უნდა ჰქონდეთ. მათ, საკუთარი ხმის მიტანა, გადაწყვეტილების მიღების ცენტრებში თავისუფლად უნდა შეეძლოთ. მოქალაქე პოლიტიკური ცხოვრების პასიური ობიექტი კი არ უნდა იყოს, არამედ იგი უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების თანასწორი სუბიექტი. სწორედ ეს და შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალეტში მიმდინარე პროცესები გახლავთ ევროპული არჩევანი.

წალენჯიხაში სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნები ჩატარდა და მათი ლეგიტიმაციაც მოხდა. რა ხდენა ამ მხრივ საქართველოს სხვა მინიციპალიტეტებში და როგორია ქართული თვითმმართველობის ხარისხი? 

კანონის მიხედვით დღეს სათემო საბჭოები ფაქტობრივად არ არსებობს. სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში თვითმმართველობის დაბალი დონე მუნიციპალიტეტებში გამოიხატება. თვითმმართველობის ოფიციალურ ორგანოებში არჩევნები მხოლოდ მუნიციპალიტეტისთვის ტარდება. სწორედ ეს წარმოქმნის პრობლემებს და ზუსტად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, საიმისოდ,რომ რეალური თვითმმართველობის პრეცენდენტი გაჩენილიყო, წალენჯიხის მერთან ერთად საქართველოს „სამოქალაქო ინოვაციებისა და ინიციატივების ცენტრმა“ შევქმენით პროექტი - „წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტია.“

რას გულისხმობს აღნიშნული პროექტი და რამდენად არის პროექტში ჩართული მოქალაქე?

მოქალაქე პროექტში სრულიად ჩართულია. მისი მიზანიც სწორედ მოქალაქეთა თვითმმართველობაში ჩართვაა.  აქ არის რამდენიმე ასპექტი. პირველი, ეს არის საზოგადოებრივი რეფერენდუმი, სადაც მოიაზრება უფლებამოსილება. კერძოდ, თითოეულ თემს აქვს საშუალება მუშაობა თვით ინიცირებით დაიწყოს. მაგალითად, ჩაატაროს გამოკითხვა, რომლის საშუალებითაც თავის სათქმელს პირდაპირ, დემოკრატიის ფორმატში გამოხატავს. ეს იქნება ასე ვთქვათ, მათი მანიფესტი მერისადმი. მეორე ინსტრუმენტი, ეს არის სათემო საზოგადოების საბჭოები, რომელთა ოფიციალური ლეგიტიმაცია 11 ივნისს მოხდა. ეს გულისხმობს იმას, რომ სათემო საზოგაdოებრივი საბჭოები არჩევითი ორგანოებია, რომლებიც უკლებლივ ყველა თემში ირჩევა. ეს ორგანო არის საკონსტიტუციო საზოგადო ორგანო, რომელიც მერს ამ კონკრეტულ თემთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შემუშავებაში ეხმარება  და მას ასევე შეუძლია მერისგან დამოუკიდებლად საკუთარი მოსაზრებების შემუშავება, გავრცელება და ა.შ. ანუ მისი უფლებამოსილებაა დაიცვას საკუთარი თემის ინტერესი.

როდის დაიწყეთ პროექტზე მუშაობა და რამდენ ხანს გრძელდებოდა აღნიშნული პროცესი?

სათემო საზოგაოებრივი საბჭოების არჩევებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია შემოდგომაზე გაიმართა. შემდეგი ეტაპი კი რეგისტრაცია იყო. საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნები თებერვლის განმავლობაში გრძელდებოდა და ამის შემდეგ ჩვენი გეგმა ოფიციალური გახსნა და დაფუძნება იყო. მოგვიანებით უკრაინის ომმა და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა პროექტის გადავადება გახადა საჭირო. თუმცა, 11 ივნისს, ჩვენ ეს პროცესი ასე ვთქვათ დავასრულეთ და ვფიქრობ ფინალშიც გავედით. 14 ადმინისტრაციული ერთეული იყო წარმოდგენილი, რომლებიც საზოგადოებრივი საბჭოს მიერ არჩეული წარმომადგენლები არიან. დაახლოებით, ასამდე ადამიანი. შემდეგი ეტაპი, რომელიც მერის მიერ მიღებულ ბრძანებაშიც გათვალისწინებულია და რაზედაც ვისაუბრეთ, ასევე მოიცავს მემორანდუმზე ხელმოწერას. რაც გულისხმობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი დარბაზის ფორმირებას, რომელიც უკვე მუნიციპალურ საკითხებზე მერის კონსულტანტი იქნება. და ბოლო არის მოქალაქეთა თანამონაწილეობის ბიუჯეტი, რომელიც გულისხმობს უშუალოდ მოქალაქეების მიერ მათთვის საინტერესო პროექტების არჩევასა და ბიუჯეტიდან თანხის გაცემის მეთვალყურეობის პროცესს.

რა ფუნქციები აქვთ აღნიშნულ საბჭოებს?

აღნიშნულ საბჭოებს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვთ.  მაგალითად, მსგავსი საკითხის არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა სოციალური დახმარების განაწილება ჩნდება კითხვები - როგორ მოხდეს პრიორიტეტების გადანაწილება, რა კრიტერიუმები უნდა შეირჩეს, რა მექანიზმები უნდა შემუშავდეს. მსგავს დისკუსიაში სწორედ აღნიშნული საბჭოები არიან ჩართულნი.  მაგალითისთვის, სოციალურ დახმარებას ერთიანად, საჭიროების მიხედვით გავცემთ თუ გარკვეული თვეების მიხედვით ვანაწილებთ?  ორივე შესაძლებელია და ორივე სწორი შეიძლება იყოს. მსგავს საკითხებში საბჭო უფლებამოსილია ჩაერთოს დისკუსიაში. ასევე, როგორ დაიშვება გამონაკლისი, რა წესების მიხედვით.  პროცესებში ჩართულობა და სტრატეგიების შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ყველაფერი ფინანსებსა და მოქალაქეების ყოველდღიურობას უკავშირდება. მოგეხსენებათ,  ბიუჯეტი საკმარისი არასდროს არის და ყოველთვის ვიღაც იჩაგრება. საიმისოდ, რომ ბიუჯეტის განაწილებისას მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული აქტუალური და საჭირო საკითხები, ამ დისკუსიებში, როგორც სათემო, ასევე მუნიციპალურ საბჭოებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ.

თქვენი აზრით რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან საბჭოები აღნიშნულ პროცესებში?

დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროცესებში. ვფიქრობ, ამავე წლიდან მაღალი აქტიურობა მუნიციპალური ბიუჯეტის, პროგრამების და პროექტის შემუშავების მიმართულებით გამართულ დისკუსიებშიც დაფიქსირდება. აქ საუბარია რეალურ ფულზე, რომელშიც ყველა თემს აქვს შესაძლებლობა, დააფიქსიროს საკუთარი ხმა არა მერის მიერ თემში დანიშნული წარმომადგენლის მეშვეობით, არამედ მათ მიერ არჩეული წარმომადგენლით.

ესაუბრა ზუკა ნემსაძე

„ნეიშენ ჯორჯია“