საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის პატრიარქი კირილი

ნახვები: 489 დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის პატრიარქი კირილი

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. „ბიბისის“ ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი უკრაინაში ომის მხარდაჭერისთვის, ასევე, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადაყვანისა და გაშვილებისთვის.

„ჩვენი სამიზნე არის პუტინის ომის ხელშემწყობები და დამნაშავეები, რომლებმაც უკრაინას წარმოუდგენელი ტანჯვა მიაყენეს, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის განცხადებაში.

დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდვები ასევე დაუწესა რუსული კომპანიის „ვოლგა-დნეპრის“ ხელმძღვანელს, ალექსეი ისაიკინს, 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის ოთხ პოლკოვნიკს.

როგორც მედია წერს, „შავ სიაში“ მოხვდა უკრაინის რამდენიმე მოქალაქეც, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა