თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ფინანსთა სამინისტრო - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით

ნახვები: 388 ფინანსთა სამინისტრო - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესის წარმოჩენა ე.წ. შავ ხვრელად არის მიზანმიმართული მცდელობა, ქვეყანას და მის რეპუტაციას მიადგეს ზიანი, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიგი ტელეკომპანიების მიერ შეგნებულად ხდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება.

„ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება სხვადასხვა მედიასაშუალების მორიგ უპასუხისმგებლო და მანიპულაციაზე დაყრდნობილ ინფორმაციასა და გასულ სიუჟეტებს, რომლებიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ეხებოდა.

ფინანსთა სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ რიგი ტელეკომპანიების მიერ შეგნებულად ხდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესის წარმოჩენა ე. წ. შავ ხვრელად არის მიზანმიმართული მცდელობა ქვეყანას და მის რეპუტაციას მიადგეს ზიანი.

ტვირთების კონტროლის პროცედურებზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წლის 7 ივნისს გამართულ ვებინარზე და ის ფაქტი, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურმა სანქციების შესაძლო წესის დარღვევის ეჭვით 90-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერა, ადასტურებს სწორედ იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მკაცრად კონტროლდება.

საქართველოს მიერ განხორციელებულ თითოეულ ნაბიჯზე, რომელიც ეხება საეჭვო ტვირთების კონტროლს, სრულად არიან ინფორმირებულები ჩვენი პარტნიორები, როგორც აშშ-დან აგრეთვე ევროკავშირის ქვეყნებიდან.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესებიდან სამ თვეზე მეტია გასული, საბაჟოს მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით.

ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აღნიშნულ მედიასაშუალებებს შეწყვიტონ ქვეყნისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის დეზინფორმირება, მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა