კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კალაძე: "მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა"

ნახვები: 410 კალაძე: "მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა"

მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, რეფორმებზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის 4 - წლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

კალაძემ ისაუბრა, თუ რა რეფორმები განხორციელდა დედაქალაქში მისი მერობის დროს, მათ შორის ურბანული მიმართულებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, ურბანული მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.

„დღეს ურბანული პოლიტიკის მიმართულებით თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული, კომფორტული და გამწვანებული ქალაქი. რაც მთავარია, ქალაქს აღებული აქვს სწორად განვითარების გეზი, აღარასდროს დავუბრუნდებით წარსულ პრაქტიკას, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა ქაოტურად, თბილისისა და თბილისელების წინააღმდეგ, რაც ყველასთვის დამაზიანებელი იყო. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს ძალიან ბევრი გამოწვევა, რაც 20-30 წლის განმავლობაში დაგროვდა, თუმცა, მთავარია მონდომება, თქვენი მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ და ამ ერთიანობით ყველა გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით. ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ თითოეული თბილისელის წინაშე, რას ვგეგმავდით და როგორ შევასრულეთ ჩვენი დაპირებები. ბევრი პრობლემის, გამოწვევის და კოვიდპანდემიის მიუხედავად ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ", - აცხადებს კალაძე.

კალაძე იმედოვნებს, რომ მისი მერობის დროს დაწყებული რეფორმები მომავალშიც შეუფერხებლად განხორციელდება.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენმა გუნდმა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც შექმნა, ეს არის საფუძველი იმისა, თუ როგორ თანმიმდევრულად უნდა განხორციელდეს ყველა რეფორმა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რაც აუცილებელია ევროპული თანამდეროვე დედაქალაქის სწორად ფუნქციონირებისთვის, მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებისათვის.

მომავალში, ამ რეფორმების გაგრძელებით დარწმუნებული ვარ, რომ წლების მერე თბილისი იქნება გამართული ურბანული პოლიტიკის მატარებელი ქალაქი - თანამედროვე სატრანსპორტო ქსელით, მწვანე ზონებით, ეკოლოგიურად სუფთა და ჰარმონიული გარემოთი. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლაზე, არ იმოქმედებს რეფორმებზე და ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულ ჩაბარდა", - აცხადებს კალაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა