ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

უკრაინამ რეფორმების შვიდი ბლოკი უნდა შეასრულოს, ბრიუსელი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს კანდიდატის სტატუსი-„ევროპეისკაია პრავდა“

ნახვები: 521 უკრაინამ რეფორმების შვიდი ბლოკი უნდა შეასრულოს, ბრიუსელი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს კანდიდატის სტატუსი-„ევროპეისკაია პრავდა“

ევროკომისიის დასკვნით, ევროკავშირმა უკრაინას შესაძლოა, კანდიდადის სტატუსი გაუუქმოს, თუ უკრაინა თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, – ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდას“ სტატიაშია აღნიშული.

გამოცემის რედაქტორი სერგეი სიდორენკო აღნიშნავს, რომ ასეთი დებულებები ჯერ არ ყოფილა წევრობის განაცხადების შესახებ ევროკომისიის არც ერთ გადაწყვეტილებაში.

„ფაქტობრივად, ბრიუსელმა თქვა, რომ უკრაინა არ არის მზად, იყოს კანდიდატი, მაგრამ მაინც იღებს ამ სტატუსს. ამავე დროს, დადგინდა რეფორმების 7 ბლოკი, რომელიც უკრაინამ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლად. ბრიუსელი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს ეს სტატუსი, ან პირიქით – გადაიყვანოს უკრაინა ან მოლდოვა შემდეგ ეტაპზე“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირს არ დაუდგენია ზუსტი თარიღი, რომლითაც უკრაინამ უნდა დაამტკიცოს რეფორმების გატარების უნარი. გამოცემის მიხედვით, ევროკომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროკომისია პირველ შეფასებას 2022 წლის ბოლოს ჩაატარებს, თუმცა უკრაინაში რეფორმების განახლებისთვის საომარი მოქმედებები უნდა დასრულდეს, ამიტომ ვადა სავარაუდოდ, გაგრძელდება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა