ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კობახიძე: "ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს, რომ ვინმემ რაიმე ტიპის მანიპულაციაზე ისაუბროს

ნახვები: 209 კობახიძე: "ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს, რომ ვინმემ რაიმე ტიპის მანიპულაციაზე ისაუბროს

ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს იმისათვის, რომ ვინმემ რაიმე ტიპის მანიპულაციაზე ისაუბროს - გვსურს, რომ უკვე არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით ყველა პრინციპული საკითხი შეთანხმებულია.

„ეს არის ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს იმისათვის, რომ ვინმემ ისაუბროს რაიმე ტიპის მანიპულაციაზე, ამის ნიშნებზე, ან ა.შ. ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, ამაში იგულისხმება მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ცვლილება, იგულისხმება საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის ცვლილება, მნიშვნელოვნად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებაში, შემოღებული იქნება 100- მეტრიანი რადიუსი, უბნების მინიმუმ 10% გადაითვლება და ა.შ. - ეს არის ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც მოიტანს წინსვლას არჩევნების და საარჩევნო პროცედურების დახვეწის კუთხით. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვიმოქმედოთ არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე, თუმცა ხდება ბუნებრივია მისი განახლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში 17-დან მინიმუმ 10 ახალი წევრი იქნება. ყველა პრინციპული საკითხი არის შეთანხმებული და ჩვენ გვსურს, რომ უკვე არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ", - განაცხადა კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა