Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

კობახიძე: "ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს, რომ ვინმემ რაიმე ტიპის მანიპულაციაზე ისაუბროს"

ნახვები: 349 კობახიძე: "ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს, რომ ვინმემ რაიმე ტიპის მანიპულაციაზე ისაუბროს"

ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს იმისათვის, რომ ვინმემ რაიმე ტიპის მანიპულაციაზე ისაუბროს - გვსურს, რომ უკვე არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით ყველა პრინციპული საკითხი შეთანხმებულია.

„ეს არის ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს იმისათვის, რომ ვინმემ ისაუბროს რაიმე ტიპის მანიპულაციაზე, ამის ნიშნებზე, ან ა.შ. ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, ამაში იგულისხმება მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ცვლილება, იგულისხმება საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის ცვლილება, მნიშვნელოვნად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებაში, შემოღებული იქნება 100- მეტრიანი რადიუსი, უბნების მინიმუმ 10% გადაითვლება და ა.შ. - ეს არის ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც მოიტანს წინსვლას არჩევნების და საარჩევნო პროცედურების დახვეწის კუთხით. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვიმოქმედოთ არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე, თუმცა ხდება ბუნებრივია მისი განახლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში 17-დან მინიმუმ 10 ახალი წევრი იქნება. ყველა პრინციპული საკითხი არის შეთანხმებული და ჩვენ გვსურს, რომ უკვე არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ", - განაცხადა კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა