ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ვინმეს თუ ჰგონია, რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან-კახა კალაძე

ნახვები: 453 ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ვინმეს თუ ჰგონია, რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან-კახა კალაძე

დღევანდელი აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან.

„დღევანდელი აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან. საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლიდან მოყოლებული ყველაფერი გააკეთა. ყველა წარმატება, ევროპის მიმართულებით, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, არის ხელისუფლების გაკეთებული საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღეს მართავს საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა