კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არჩილ თალაკვაძის თქმით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს „ოცნების“ სრული მხარდაჭერა აქვს

ნახვები: 386 არჩილ თალაკვაძის თქმით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს „ოცნების“ სრული მხარდაჭერა აქვს

„კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ის არის ძალიან წარმატებული მერი და, რა თქმა უნდა, აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებზე," - ამის შესახებ დღეს, 18 მაისს, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია, რომ თბილსისი მერობის კანდიდატად „ოცნება" მას განიხილავს.

„როგორც წესი, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე წარვადგენთ ხოლმე ჩვენი გუნდის კანდიდატს არჩევნებში, ასე მოხდება ახლაც. გთხოვთ, რომ დაველოდოთ მოვლენებს. როგორც იცით, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე იმართება და ჩვენ აუცილებლად საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს კანდიდატებს. კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ის არის ძალიან წარმატებული მერი და, რა თქმა უნდა, აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებზე. კონსულტაციები ნამდვილად დაწყებულია, პარტიის თავმჯდომარე ამაზე კიდევ უფრო მეტს გეტყვით. ჩვენ სამზადისი დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც შეეხება მერობის კანდიდატურას, ჩვენი სურვილი არის და ჩვენი სრული მხარდაჭერა თბილისის მერის არჩევნებში აქვს კახა კალაძეს,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა