ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენს აშშ მსოფლიო ომისკენ მიჰყავს

ნახვები: 649 მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენს აშშ მსოფლიო ომისკენ მიჰყავს

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს აშშ მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. როგორც მედია იტყობინება, ამის შესახებ ტრამპმა „ნიუსმაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, არავინ ფიქრობდა, რომ ქვეყანაში შესაძლებელი იყო, ცუდი მოვლენები ასე სწრაფად განვითარებულიყო. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელს ვერაფერი შეუშლის.

„ჩვენ კვლავ უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა დიდებული. ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთში წავიდა და ძალიან სწრაფად წავიდა ცუდად. არავის ეგონა, რომ შეიძლებოდა, ასე სწრაფად წასულიყო. უნდა ვთქვა, რომ მიყვარს ჩვენი ქვეყანა. მე გავაკეთებ იმას, რაც სწორია ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა ასეთი არასდროს ყოფილა. ჩვენ სერიოზულ საფრთხეში ვართ იმის გამო, რაც ხდება უკრაინასა და რუსეთთან. შეიძლება, დასრულდეს მსოფლიო ომით, როგორც ისინი ამას აკეთებენ. სიგიჟეა რასაც აკეთებენ“, – განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა