თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, აქცია თავისზე გაეფორმებინა, მაგრამ ახალგაზრდებმა ტრიბუნაზე არ აუშვეს-ირაკლი ზარქუა

ნახვები: 559 „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, აქცია თავისზე გაეფორმებინა, მაგრამ ახალგაზრდებმა ტრიბუნაზე არ აუშვეს-ირაკლი ზარქუა

ლეგიტიმაცია არ გაქვთ, ევროპულ გზაზე იყოთ ფლაგმანის როლში, ეს საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, რომელსაც მმართველი პარტია მხარს უჭერს, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალურ მოძრაობას“.

მისივე თქმით, გუშინ ამ პარტიის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება გამოჩნდა.

„გუშინდელ აქციაზე ცხადად გეთქვათ უარი, რომ არ გაქვთ ლეგიტიმაცია, ევროპულ გზაზე იყოთ ფლაგმანის როლში. არა ბატონებო, ეს საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, რომელსაც მმართველი პარტია მხარს უჭერს, გვერდში უდგას და კონსტიტუციაშიც კი ეს გაწერა. გუშინ იყო თქვენ მიმართ მოსახლეობის მხრიდან დამოკიდებულების კიდევ ერთი ლუსტრაცია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, გუშინდელ აქციაზე იყო განსხვავებული მრწამსის, განსხვავებული მსოფლმხედველობის უამრავი ადამიანი, რომლებიც ერთიანად, მშვიდობიანად ევროინტეგრაციის მხარდამჭერები არიან.

„მინდა, ევროკავშირს მივმართო, რომ საქართველოს მოსახლეობა, ვინც მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, 20-ჯერ, 30-ჯერ მეტნი ვართ. ბოლო კვლევებით 85%-ზე მეტი. ასე, რომ ეს გზა გასავლელია. ჩვენ გავივლით ამ გზას და ევროკავშირის წევრი გახდება საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, ეს აქცია თავისზე გაეფორმებინა და ამისთვის ბევრი იშრომა ორგანიზაციულ ნაწილში, შემდეგ მოხდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ტრიბუნაზე არ აუშვეს არც ერთი ლიდერი იქაურმა ახალგაზრდებმა და მადლობა მათ ამისთვის. მეორე მნიშვნელოვანი დეტალი – ის ბანერი პატიმარ სააკაშვილზე რომ აიტანეს, ისევ უკან ჩამოაბუნძულებინეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას განცხადებით, გუშინ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ პროცესი რევოლუციურ სცენარში გადაეზარდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

„ჩვენ, საქართველოს მთავრობას, 11-ნახევარი პუნქტი აქვს შესასრულებელი, თქვენ გაქვთ ნახევარი პუნქტი. ღვარძლი, ბოღმა შეურაცხმყოფელი განცხადებები იქნებ რამენაირად მოთოკოთ. ეს მაინც შეასრულეთ. დანარჩენს ჩვენ შევასრულებთ“, – განაცხადა ზარქუამ.

მისივე განცხადებით, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ყველა ნაბიჯი მიმართულია იქით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპას მეტად დაუახლოვდეს. „დიახ, საქართველო, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილთან, კახა კალაძესთან, ჩვენს გუნდთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად მიიღებს სტატუსსაც და ევროკავშირის წევრობასაც“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა