ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელახლა არჩევის საკითხი არ განიხილება

ნახვები: 274 საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელახლა არჩევის საკითხი არ განიხილება

"საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელახლა არჩევის საკითხი სამივე შეხვედრაზე შალვა შავგულიძემ წამოაყენა და იმას თქმაც კი არ სჭირდება, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებაში ასახული არ არის." , - ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა, როდესაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს დოკუმენტიდან ისეთი რაღაცეების ამოკითხვას რაც მასში არ არის.

"საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელახლა არჩევის საკითხი სამივე შეხვედრაზე შალვა შავგულიძემ წამოაყენა და იმას თქმაც კი არ სჭირდება, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებაში ასახული არ არის. მან სცადა, რომ ეთქვა, თითქოს ეს გამომდინარეობს შეთანხმების სულისკვეთებიდან, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. იქვე, მას ოპოზიციის წარმომადგენლებმაც განუმარტეს, რომ ეს არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი და ყველამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ იმ შინაარსით, რომელიც არის. ამნისტიის მსგავსად, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, დოკუმენტიდან ისეთი რაღაცები ამოიკითხოს, რაც არ არის კარგი. ყველას მოვუწოდებ, დოკუმენტი კეთილსინდისიერად წაიკითხოს. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ტექსტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცდება 19 აპრილის შეთანხმებას, არის უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმება. დოკუმენტი ტექნიკურად დაიხვეწება, გადაითარგმნება და ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება",- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა