კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე - ეს არის იმ ადამიანების ოცნება, რომლებიც რაღაც გეგმებს სახავდნენ ბაკურიანში

ნახვები: 592 ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე - ეს არის იმ ადამიანების ოცნება, რომლებიც რაღაც გეგმებს სახავდნენ ბაკურიანში

ეს არის სრულიად აბსურდული შეკითხვა და იმ ადამიანების ოცნება, რომლებიც რაღაც გეგმებს სახავდნენ ბაკურიანში. ეს გეგმები 24 ივნისს, აქციაზე გამომზეურდება. ეს არის მათი ოცნება, რომელსაც ახდენა არ უწერია, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, „იქნება თუ არა პრემიერის რანგში დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო ანგარიში, რადგან მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლა იგეგმება“.

კობახიძის თქმით, ამაზე საუბარი არასერიოზულია.

„რისთვის (უნდა გადადგეს) იმისთვის, რომ საქართველო ყველა პარამეტრით პირველ ადგილზეა „ტრიოში?“ ამისთვის?…სისულელეა, ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. აბსოლუტურად არასერიოზულია, არის რაღაცა ბაკურიანის ოცნებები, რომლებსაც არ უწერიათ ახდენა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გარკვეული გეგმა შეიმუშავეს ორი თვის წინ, როდესაც შეიკრიბნენ ბაკურიანში.

„როგორც მათ გამოაცხადეს, ეს არის „წალეკვის“ გეგმა. ეს არის მათი ტერმინი, რომელიც გამოიყენეს წინა აქციაზე. ეს არის ის გეგმა, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ უწერია განხორციელება. ამის იქით ისინი ვერ ფიქრობენ, ვერ ფიქრობენ იმაზე, რომ მათი მხრიდან შესასრულებელია ერთი პუნქტი – დოკუმენტის პირველი პუნქტი, რომელიც შეიმუშავა ევროპულმა კომისიამ, ეს არის დეპოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ ისინი ფიქრობდნენ ამ პირველი რეკომენდაციის შესრულებაზე, ყველაფერს ამის საპირისპიროდ აკეთებენ. ეს არის მათი სახე. აქედან ჩანს, რომ სწორედ ისინი არიან, ვისაც არ უნდა ევროპა“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა