თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პაატა მანჯგალაძე - ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, ეს არ იყო ქვეყანაზე მოფიქრალი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა

ნახვები: 424 პაატა მანჯგალაძე - ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, ეს არ იყო ქვეყანაზე მოფიქრალი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა

ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, ეს არ იყო ქვეყანაზე მოფიქრალი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წლიური ანგარიში წარადგინა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, პრემიერ-მინისტრს არაფერი უთქვამს იმ პრობლემებისა და სატკივარის მოგვარებაზე, რაც ნამდვილად აწუხებს მოსახლეობას.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან მძიმე გამოსვლა იყო, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ბატონო ირაკლი თქვენი გამოსვლა, არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას ქადაგებდით, არამედ ეს არ იყო იმ პირობებში, რა პირობებშიც ვართ ახლა ევროპასთან დაკავშირებით, ქვეყანაზე მოფიქრალი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. ეს იყო ერთი ადამიანის, ამის დასტურია ბიძინა ივანიშვილის ან თუნდაც ერთი პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა. ამ მძიმე გამოსვლის მერე მინდა, კარგად მომისმინოთ, ვინც ტაში დაგიკრათ, შეგაქოთ. ღალატზე ლაპარაკობდით, მტრობაზე, აი, ისინი არიან თქვენი მტრები, ვინც ეს შეგიქოთ და მოგიწონათ. ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იცის გონიერმა ადამიანმა, რომ ადამიანი არის მოაზროვნე არსება, ღმერთის ქმნილება, მაგრამ ის კარგავს აზროვნების უნარს, შემოქმედებით უნარს, თუ თვითკმაყოფილება შეეპარება მას. თქვენ რომ გისმენდით, არანაირი თვითკრიტიკა არ ყოფილა თქვენს გამოსვლაში. თქვენ ვერ ატყობთ, რომ ვერ ვითარდებით? აი, ნახეთ, 2013 წელს რასაც ლაპარაკობდით, ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, იმავეს ლაპარაკობთ და არაფერი გითქვამთ იმ პრობლემების, სატკივარის გადაჭრაზე და მოგვარებაზე, რაც ნამდვილად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. არაფერი გითქვამთ ევროინტეგრაციაზე, არაფერი გითქვამთ იმ 100 000 გულანთებულ ქართველზე, პატრიოტზე, ვისაც თქვენმა წარმომადგენელმა „ჩიტი“ დაუძახა. ამაზეც მაინტერესებს თქვენი პოზიცია. რას ფიქრობთ, ამ ხალხს რას ეუბნებით, იმ 100 000 ადამიანს, ვინც ევროპასთან ინტეგრაციაზე გამოვიდა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა მეკითხა, აშშ-ის ელჩი, რომელიც არის მაღალი რანგის დიპლომატი, თქვა, რომ ვინც ამბობს, ამერიკასა და დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩართვა, ეს არის 100 პროცენტით რუსული ნარატივი. თქვენ როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხომ არ გქონიათ აშშ-ის ელჩთან ან ჩვენს სპეცსამსახურებთან, ხომ არ დაინტერესდით, ვინ ამბობს ამას და ვინ აჟღერებს ამ მესიჯს, რომ საქართველომ იმიტომ ვერ მიიღო სტატუსი, რომ აძალებენ ომში ჩართვას. თქვენს გუნდში ხომ არ არიან ეს ადამიანები შემთხვევით“, – მიმართა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა