ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჩვენ ხომ ვიცით, იმიტომ არ გვანიჭებენ სტატუსს, რომ სანქციებში და ომში არ ჩავერთეთ-კახა კალაძე

ნახვები: 484 ჩვენ ხომ ვიცით, იმიტომ არ გვანიჭებენ სტატუსს, რომ სანქციებში და ომში არ ჩავერთეთ-კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს იმსახურებდა, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატობის სტატუსი. მე გისვამთ კითხვას თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს – საქართველო იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს? ის რეფორმები, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ, იყო წარმატებული. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება – ეს ყველაფერი გააკეთა მმართველმა გუნდმა, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო “, საზოგადოებასთან ერთად. ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კანდიდატობის სტატუსი მივიღოთ. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს, მაგრამ დაისაჯა. სამ ქვეყანას შორის წარმატებული იყო ყველა ასპექტში, ყველა რეფორმით, თუმცა გვითხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ვაძლევთ სტატუსს, რადგან ის ახლა ომშია ჩართული. ჩვენ ხომ ვიცით იმიტომ არ გვანიჭებენ სტატუსს, რომ სანქციებში და ომში არ ჩავერთეთ. თან გვეუბნებიან, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ გვიწყობს ხელს. 30 წელია ვიბრძვით, რათა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ და ახლა გაიგეს როგორი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა საქართველოში?“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა