Fire breaks out near two oil depots in Russia's Azov following drone attack – media
War update: 141 clashes on front lines over past day, Kostiantynivka axis hottest
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მჭიდროდ ჩაერთვება – რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას შევინარჩუნებთ
Europe to engage in Ukraine peace talks and ensure maximum pressure on Russia – von der Leyen
Ukraine disables over 55% of Russia’s oil refining capacity – Zelensky
Ukraine and EU preparing winter emergency support package – PM Koretskyi
Prince Harry attends All-Ukrainian Invictus Games in Lviv
Ukrainian athlete and servicewoman Rayana killed in action

სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 672 სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას-ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი მთელი ამ დღეების განმავლობაში თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას. ეს უკიდურესად სამწუხაროა. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილები და ასე შემდეგ, ამას ემსახურება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ამბობს: „შეშფოთებული ვარ, რაც დღეს პარლამენტში მოვისმინე. მინდა, გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება“.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული.

„ქვეყანა თუ ჩამორჩენილია, კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაცებს ჩამორჩა. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული, რაც ძალიან სამწუხაროა. ზედ სახელი და გვარი რომ არ ეწეროს სალომე ზურაბიშვილს, ვერ გაარჩევ სალომე სამადაშვილისგან. რატომ ხდება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა