თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„გელათს არ სცალია სკანდალებისთვის“ - თეა წულუკიანი ერაყიდან ფრანგ სპეციალისტს ელოდება

ნახვები: 448 „გელათს არ სცალია სკანდალებისთვის“ - თეა წულუკიანი ერაყიდან ფრანგ სპეციალისტს ელოდება

„მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის" - განაცხადა დღეს, 20 მაისს, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გელათის ფრესკების ჩამოშლაზე საუბრისას.

ცნობისთვის: გუშინ, 19 მაისს, „ევროპა ჩვენი სახლიას" წევრმა, თორნიკე ბარათაშვილმა ვიდეო გავარცელა, რომელშიც ჩაბს, რომ გელათში ფრესკები ჩამოშლილი და წებოვანი ლენტითაა დამაგრებული. ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფერსკების ჩამოშლა, შესაძლოა, ხარაჩოებზე არაუფლებამოსილი პირების გადაადგილების შედეგი იყოს.

„მთავარი არის ის, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც პირდაპირ რბილად რომ ვთქვათ, არ უხდება ამ ძელგს, მაგრამ არის აუცილებელი, უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი იქ აღარ ჩადის, თუმცა უკვე წარსულში ჩასული წყლის გამო, ფილტრაციის გამო როგორც მას ვუწოდებთ, რა თქმა უნდა, ტენიანობა არის ტაძარში. ამიტომ კიდევ ერთხელ, ყველას გთხოვთ, თავი შეიკავეთ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე, მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის, თავი შეიკავეთ ხარაჩოებზე სიარულისგან რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია ამგვარმა მოძრაობამ არაპროფესიონალების მიერ ხარაჩოებზე კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები," - აცხადებს წულუკიანი და დასძენს, „იუნესკოსგან" მიიღეს თანხმობა, რომ ერაყიდან საქართველოში იტალიელი სპეციალისტი ჩამოვა, რომელთან ერთადაც ივნისში გელათის სახურავს "სწორ დიაგნოზს" დაუსვამენ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა