თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად ქვეყანაში ზოგჯერ გიწევს სწრაფად და არადემოკრატიულად მოქმედება

ნახვები: 341 ვოლოდიმირ ზელენსკი - დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად ქვეყანაში ზოგჯერ გიწევს სწრაფად და არადემოკრატიულად მოქმედება

უნდა ვაღიარო, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად ქვეყანაში ზოგჯერ გიწევს სწრაფად და არადემოკრატიულად მოქმედება, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს, კანადელი სტუდენტების წინაშე გამოსვლისას დროს გააკეთა.

კითხვაზე, როგორ შეძლეს უკრაინის პრეზიდენტმა და მთავრობამ საომარი ვითარების პირობებში ბალანსის პოვნა დემოკრატიულ უფლებებსა და უკრაინელების, ქვეყნის უსაფრთხოებას შორის, ზელენსკიმ აღნიშნა: „სამწუხაროდ, მე უნდა ვაღიარო, რომ უკრაინაში არასდროს გვქონია საომარი ვითარება გამოცხადებული აქამდე. ამიტომ საჭირო იყო სწრაფად და ხისტად მოქმედება, რადგან, როდესაც შენ იცავ დემოკრატიას, ეჭვგარეშეა, რომ ყველა ინსტრუმენტი ამის გასაკეთებლად არის დემოკრატიული. რადგან დემოკრატია არის დიალოგის უფლება, არჩევანის უფლება, თავისუფლება და ეს ყველაფერი სწორია; მაგრამ, როდესაც ომი მიმდინარეობს, დიალოგისთვის დრო არ არის. სამწუხაროდ, შენ არ გაქვს დისკუსიების დრო, რადგან საუბარია არა წუთებზე და წამებზე, არამედ ადამიანების სიცოცხლეზე. საუბარია გადარჩენილებისა და დაღუპულების რაოდენობაზე. საჭიროა მკაფიო, ხისტი წესები დიალოგის გარეშე. ამიტომ, მე უნდა ვაღიარო, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად ქვეყანაში ზოგჯერ გიწევს სწრაფად და არადემოკრატიულად მოქმედება. მაგრამ როდესაც ომი დამთავრდება, ვფიქრობ ეს თავის შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა