ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მკვლელობა მოხდა ლარსზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან

ნახვები: 251 მკვლელობა მოხდა ლარსზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან

ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ორი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი საქართველოს და ერთიც - რუსეთის მოქალაქე. ერთ-ერთი ვერსიით, მძიმე დანაშაულს რუსეთის მოქალაქე მამა-შვილს შელაპარაკება მოუვიდათ საქართველოს მოქალაქესთან, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა რუსეთის მოქალაქე, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მისმა შვილმა კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა საქართველოს მოქალაქეს.

მკვლელობის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული პირი ყაზბეგში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებულის მამას საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ამის შემდეგ, გარდაცვლილის შვილმა, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა