კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილი - უნდა შეიქმნას საგანგებო დღის წესრიგი პარლამენტისთვის

ნახვები: 595 სალომე სამადაშვილი - უნდა შეიქმნას საგანგებო დღის წესრიგი პარლამენტისთვის

ოპოზიციონერი დეპუტატი, „ლელოს“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობა მთლიანად უნდა იყოს აგებული ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებაზე.

სამადაშვილის თქმით, კონსულტაციებს აწარმოებენ სხვა პარტიებთან, რათა შეიქმნას საგანგებო დღის წესრიგი პარლამენტისთვის.

„ნათელია, რომ საქართველოს პარლამენტში საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება. საპარლამენტო საქმიანობა მთლიანად უნდა იყოს აგებული ასევე ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებაზე, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტის საქმიანობას დღეს ამ ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ არანაირი აზრიც კი არ ექნება. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები და ვაგრძელებთ კონსულტაციებს სხვა პარტიებთან, რომლებიც წარმოდგენილნი არიან პარლამენტში იმისთვის, რომ შეიქმნას საგანგებო დღის წესრიგი პარლამენტისთვის და დაუყოვნებლივ დავიწყოთ იმ ინიციატივების გატარება პარლამენტში, რაც აუცილებელია, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი შემდეგ ჯერზე მაინც.

ეს არის სინქრონიზებული იმ პროცესთან, რაც გუშინ დაანონსდა, როდესაც შემოგვთავაზეს ეროვნული თანხმობის ხელისუფლების ფორმირება. მათაც ექნებათ შესაბამისი ნაბიჯები, საკანონმდებლო ინიციატივები განსახორციელებელი და ჩვენ შეგვიძლია, რომ დღესვე დავიწყოთ მომზადება იმ სამოქმედო გეგმის, რომელიც უკვე უნდა განხორციელდეს პარლამენტში. თუ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ წამოვიდეს ამ დღის წესრიგით, მე შემიძლია, გითხრათ, რომ „ლელოს“ პოზიცია არის, რომ საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში საქართველოს პარლამენტში ვერ გაგრძელდება, რადგანაც ეს დღეს უკვე ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. თუმცა საბოლოო სამოქმედო გეგმა პარლამენტთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეს ერთობლივად, ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა