კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთი ჩამოშორდა პარტნიორობას და დიალოგს, რომლის წარმოებასაც ნატო წლები ცდილობდა-იენს სტოლტენბერგი

ნახვები: 532 რუსეთი ჩამოშორდა პარტნიორობას და დიალოგს, რომლის წარმოებასაც ნატო წლები ცდილობდა-იენს სტოლტენბერგი

რუსეთი ჩამოშორდა პარტნიორობას და დიალოგს, რომლის წარმოებასაც ნატო წლების განმავლობაში ცდილობდა. მათ ეს გააკეთეს სულ მცირე უკრაინაში სასტიკი შეჭრით, რაც არის არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, არამედ ყველა დოკუმენტისა და შეთანხმების, რაც ჩვენ რუსეთთან გვქონდა, რათა მნიშვნელოვანი დიალოგი შემდგარიყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა დიალოგის ნაცვლად კონფრონტაცია აირჩია და ახლა საჭიროა, ამ რეალობას უპასუხონ.

„მნიშვნელოვანი დიალოგი, რომელზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით, მაგიდაზე აღარ დევს. ეს არ მუშაობს, მარტივად, რუსეთის ქცევის გამო. დიალოგის ნაცვლად მათ კონფრონტაცია აირჩიეს. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო, მაგრამ მეორე მხრივ, გვჭირდება, ამ რეალობას ვუპასუხოთ და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის ზომების ფუნდამენტური ცვლილებით. რა თქმა უნდა, ინციდენტების პრევენციისთვის გვჭირდება კომუნიკაციების ხაზების შენარჩუნება. უნდა გავიხსენოთ დიალოგი და პარტნიორობა, რომლისკენაც ჩვენ ვიღწვოდით, მაგალითად, არსებული სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ლისაბონის სამიტზე 2010 წელს შეთანხმდა, მე მაშინ ნორვეგიის პრემერ-მინისტრის რანგში ვესწრებოდი, ამ სამიტში რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მონაწილეობდა და ჩვენ შევთანხმდით სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც ამ დრომდე სტრატეგიულ კონცეფციად რჩება. ახალ კონცეფციაზე ჩვენ ამ კვირაში შევთანხმდებით. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსეთი იყო სტრატეგიული პარტნიორი ამ კონცეფციის ფარგლებში, მაგრამ მადრიდის სამიტზე ეს ასე აღარ იქნება. მე ველოდები, რომ მოკავშირეები მკაფიოდ განაცხადებენ, რუსეთი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებას, ღირებულებებს, საერთაშორისო დღის წესრიგს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა