ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ოლაფ შოლცი - ომმა აჩვენა, რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, რაც უნდა შევამციროთ, ინტენსიურად ვიმუშავებთ განახლებად ენერგიებზე

ნახვები: 536 ოლაფ შოლცი - ომმა აჩვენა, რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, რაც უნდა შევამციროთ, ინტენსიურად ვიმუშავებთ განახლებად ენერგიებზე

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გააკეთა და ისაუბრა მთავარ გზავნილებზე, რაზეც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები თანხმდებიან.

ოლაფ შოლცის თქმით, „დიდი შვიდეული“ ერთად დგას უკრაინის მხარდაჭერაში და უკრაინას შეიარაღებას მიაწვდიან. მისივე განცხადებით, ინტენსიურად იმუშავებენ განახლებად ენერგიებზე, რათა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამცირონ.

ამასთან, როგორც სამიტის დასრულების შემდეგ გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, სურთ, პროგრესი გასცდეს სიტყვებს და საჭიროა მეტი ამბიცია კლიმატური ამოცანების შესასრულებლად.

„24 თებერვალი არის წყალგამყოფი მომენტი, არაფერია იმგვარად, როგორც მანამდე იყო. ჩვენ ცხადად ვამბობთ, რომ უკან დასახევი გზა არ შეიძლება, იყოს. ჩვენ გვაქვს სამი მთავარი გზავნილი.

პირველი, „დიდი შვიდეული“ ერთად დგას უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვეცდებით, რომ პრეზიდენტ პუტინმა ამისთვის მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად, თუნდაც დიდი ხნით მოგვიწიოს ამ გზაზე დგომა. ჩვენ ასევე დავუპირისპირდებით რუსულ ნარატივს, რომ კონფლიქტს მხოლოდ გლობალური დასავლეთი გმობს და დანარჩენი მსოფლიო უყურებს. ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თავისი ბედი და მეზობლები თავს არ უნდა დაესხან. ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას და ეს ასევე მოიცავს სამხედრო მხარდაჭერას უკრაინისთვის. ჩვენ მივაწოდებთ მათ შეიარაღებას. ამას ბევრი სხვა ქვეყანაც აკეთებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ გრძელვადიან რეკონსტრუქციაზე. ჩვენ გვაქვს მობილიზებული ფული ამ მიზნებისთვის. ჩვენ გვჭირდება მარშალის გეგმა უკრაინისთვის, რომლისთვისაც საჭიროა კარგი დაგეგმვა და კარგი განხორციელება.

მეორე გზავნილი არის, რომ ჩვენ ვებრძვით შიმშილს მსოფლიოში. ეს არის უდიდესი გამოწვევა, რომელიც არის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგი. ეს არის რუსეთის ომი, რაც იწვევს უამრავი ადამიანის შეშფოთებას, რომ ვერ შეძლებენ ოჯახების გამოკვებას. ეს არის არსებითი საფრთხე ბევრი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით აფრიკაში. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით გლობალური კოალიცია საკვების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვაქვს 4.5 მილიარდი დოლარი და გერმანიაში მნიშვნელოვნად არის ჩართული. ამ ომმა ასევე აჩვენა, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს დამოკიდებულება. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ განახლებად ენერგიებზე.

მესამე გზავნილი არის, რომ ჩვენ არ დავივიწყებთ გრძელვადიან ამოცანებს. ჩვენ გვსურს პროგრესი გასცდეს სიტყვებს. ეს ეხება კლიმატის დაცვას. ჩვენ ვისაუბრეთ კლიმატური კლუბის საკითხზე და მოხარული ვარ, რომ წლის ბოლომდე შევქმნით ამ კლუბს. გვჭირდება მეტი ამბიცია კლიმატური ამოცანების შესასრულებლად“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა