კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და იმ ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან-დიმიტრი ხუნდაძე

ნახვები: 536 ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და იმ ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან-დიმიტრი ხუნდაძე

ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და იმ ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან, – ამის შესახებ განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძემ მედიასთან ისაუბრა იმ გადაწყვეტილების შესახებ, თუ რატომ ტოვებენ ის, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი მმართველ პარტიას.

„ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს, პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, მე ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა