ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინაში ვერ ვივლით ჩვენი კანონების შესათანხმებლად, საკონსულტაციოდ ევროკავშირი გვაკმაყოფილებს

ნახვები: 390 ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინაში ვერ ვივლით ჩვენი კანონების შესათანხმებლად, საკონსულტაციოდ ევროკავშირი გვაკმაყოფილებს

კანონის განხილვის სივრცე არის საქართველოს პარლამენტი, ჩვენ უკრაინაში ვერ ვივლით ჩვენი კანონების შესათანხმებლად, საკონსულტაციოდ ევროკავშირი გვაკმაყოფილებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საარჩევნო კოდექსზე „ნაციონალური მოძრაობის" შენიშვნებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კარუსელი 2013 წლის შემდეგ აღარ არსებობს არჩევნებში, ხოლო რაც ეხება ბლოკებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, ქადაგიშვილი განმარტავს, რომ საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და შესაბამისად, ეს საკითხი არარელევანტურია.

„ოპოზიციის იმ ნაწილმა, თავისი მდიდარი გამოცდილება ამოიღო არქივიდან, თუ როგორ აყალბებდა სამაგიდო სიებით არჩევნებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ 2012 წლის შემდეგ აბსოლუტური სიზუსტით არის ასახული ამომრჩევლის რაოდენობა და საარჩევნო სიები, რომელიც ამავდროულად არის დასურათებული. კარუსელი არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი მსუყე მექანიზმი იყო წინა და იმის წინა ხელისუფლების, 2012 წლიდან კი დამატებითი სიები საერთოდ აღარ არსებობს," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა