პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი ევროკავშირი ნატო-ს გახდის უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს-შარლ მიშელი

ნახვები: 408 დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი ევროკავშირი ნატო-ს გახდის უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს-შარლ მიშელი

ეს სამიტი არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ გადაწყვეტილება შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ასევე მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა ხელახლა გამოვხატოთ ძალიან მტკიცე და კონკრეტული მხარდაჭერა უკრაინისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ნატო-ს მადრიდის სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ნატო-სთან ერთად იზიარებს საერთო ღირებულებებს და საერთო პრინციპებს.

„საათების განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, რათა მოვემზადოთ ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად, ევროკავშირის, ნატო-ს და ყველას მეტი უსაფრთხოებისთვის და მეტი დაცულობისთვის, რათა ხელი შევუწყოთ და დავიცვათ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები. ჩვენ გავზრდით თავდაცვის ხარჯებს, ჩვენ გადავწყვიტეთ თავდაცვის ხარჯების 200 მილიარდი ევროთი გაზრდა, ჩვენ გვსურს მეტი თავდაცვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვსურს შევამციროთ ფრაგმენტაციის დონე, რათა ვიყოთ ბევრად ეფექტური და გვქონდეს მეტი შესაძლებლობები“, – განაცხადა მიშელმა.

შარლ მიშელის განცხადებით, უფრო ძლიერი ევროკავშირი ნატო-ს გახდის უფრო ძლიერს და უსაფრთხოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი ევროკავშირი ნატო-ს გახდის უფრო ძლიერს და უსაფრთხოს და ასევე გავაძლიერებთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რათა განახორციელოს მისი პრიორიტეტები. ევროკავშირსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობა არ არის ახალი, ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და საერთო მიზნები და ეს მართალია, რომ ამ ომის გამო ჩვენი ერთად მუშაობა, ჩვენი თანამშრომლობა არის შესამჩნევი. გეტყვით ერთ მაგალითს, ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში, ევროკავშირმა, მისი წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, მოახდინა სახსრების მობილიზება, რათა უკრაინისთვის აღმოეჩინა დახმარება მცირე სამხედრო აღჭურვილობით და რამდენიმე საათში მცირე სამხედრო აღჭურვილობა უკვე გაიგზავნა უკრაინაში. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით ევროპულ თავდაცვაზე და ამ მიმართულებით მივაღწიეთ პროგრესს, რაც კარგია ევროკავშირისთვის და ასევე კარგია ნატო-სთან თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა