Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ოთხი მიზეზი, რის გამოც ხათუნა ლაგაზიძე „საზმაუწყებელის“ გენდირექტორობას გეგმავს

ნახვები: 175 ოთხი მიზეზი, რის გამოც ხათუნა ლაგაზიძე „საზმაუწყებელის“ გენდირექტორობას გეგმავს

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა:
„მეგობრებო, დღეს შევიტანე განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება:
1. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას: იმ დროს, როცა საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი მიმდინარეობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში; ტოტალური ფეიკნიუსების პირობებში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აიღოს თავზე საზოგადოების ფართო მასების განათლების პრობლემა: როგორ იყვნენ შეიარაღებულები და დაცულები ყალბი ინფორმაციული ნაკადებისგან. მაშინ როცა, საინფორმაციო ომის მთავარი მიზანი საქართველოს საზოგადოების ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ჯგუფებად დაქსაქსვაა, ამის საპირისპიროდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი ერთიანი, პროგრესზე და აღმშენებლობაზე ორიენტირებული საქმოალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია თანამედროვე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეპოქაში მომავალი თაობისთვის წარმატების საჭირო უნარების და სწორი ორიენტირების დასახვაა.
2. მე წაუგებელ ბრძოლაში შევდივარ: თუ სამეურვეო საბჭო ამირჩევს, მექნება საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებელი გადავაქციო საქართველოს საინფორმაციო სივრცის, საქართველოს საზოგადოების ყალბი საინფორმაციო ნაკადებისგან დაცვის მთავარ პლატფორმად, რომელიც ხელს შეუწყობს მის ერთიან, პროგრესზე და აღმშენებლობაზე ორიენტირებულ სამოქალაქო საზოგადოებად ფორმირებას და დაუსახავს მას თანამედროვე, ინოვაციურ, ტექნოლოგიურ ეპოქაში წარმატებისთვის საჭირო უნარებსა და ორიენტირებს. და ვფიქრობ, ეს სამეურვეო საბჭოს წევრებისთვისაც მნიშვნელოვანი და ღირებული მიზანია. მეორეს მხრივ, ეს არჩევნები ხელისუფლების ტესტია: თუ ხელისუფლების ზეწოლით საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად მისი ინტერესების გამტარებელი ჩინოვნიკი მოგვევლინა, საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე „ოცნება" საკუთარ სახეს აჩვენებს როგორც მოსახლეობას, ასევე - საერთაშორისო საზოგადოებას: როგორ აპირებს ის ზეწოლით და ხელების გადაგრეხვით არჩევნების ჩატარებას.
3. რადგან ამ ბრძოლაში შევდივარ, იმისთვისაც მზად ვარ, რომ ხელისუფლებამ უკადრებელიც იკადროს: ერთი წლის წინ, როცა თანამედროვე საქართველოში პროფესიონალიზმის ერთ-ერთმა ეტალონმა ქალბატონმა საზმაუს ბორდის წევრობაზე განცხადება შეიტანა, მის სტუდენტს ისეთი სასაცილო, რომ არა სატირალი ყალბი ბრალდებები ათითხნინეს, თავად მოიჭრეს თავი, თორემ ამ ქალბატონს არაფერი დაკლებია. ასე რომ, ჩემთვის და თქვენთვისაც სრულიად ნათელია, რომ ნებისმიერი კამპანია, რომელიც კონკურსის პერიოდში ჩემს წინააღმდეგ იქნება მართული, ხელისუფლების მიერ იქნება ორგანიზებული.
4. და ამის მიუხედავად, ბრძოლა სჯობს უბრძოლველობას, რადგან ალტერნატივა რუსული გავლენების კიდევ უფრო გაფართოება და ჭაობია."

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა