ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის სტრატეგიულ ამოცანად რჩება ევროპასთან ინტეგრაცია

ნახვები: 460 ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის სტრატეგიულ ამოცანად რჩება ევროპასთან ინტეგრაცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან დაკავშირებით  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ გულისწყვეტა და გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, რომ საქართველომ შეასრულოს პუნქტები, რომლებიც ევროკავშირის დოკუმენტშია გაწერილი.

როგორც დავითაშვილი ამბობს, ამისთვის ხელისუფლება მზად არის.

„ვიქნები ძალიან გულწრფელი და პირდაპირი, ბუნებრივია, საქართველოში იგრძნობა გარკვეული იმედგაცრუება და გულისწყვეტა, ამავე დროს უსამართლობის განცდაც, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ახლა მნიშვნელოვანია და ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, მთავრობის და მთელი ერის პასუხისმგებლობაა, რომ ვიყოთ კონსოლიდირებული, გვქონდეს სრული მობილიზება, რათა პირობები, რომლებიც ევროკომისიამ წარუდგინა საბჭოს და შემდეგ საქართველომ მიიღო, შევასრულოთ უმოკლეს ხანში. სრული მზადყოფნა, მობილიზებაა საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის მხრიდან, რათა საქართველომ უმოკლეს ხანში გაატაროს პოლიტიკური რეფორმები. ჩვენთვის უმოკლეს სტრატეგიულ-პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ევროპასთან შემდგომი ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, საქართველო ძალას არ დაიშურებს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა