კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეა წულუკიანი - ვულოცავ შედეგს პროკურორებს, რომლებიც მუშაობდნენ, რათა ჰააგაში ჭეშმარიტება არ გამრუდებულიყო

ნახვები: 422 თეა წულუკიანი - ვულოცავ შედეგს პროკურორებს, რომლებიც მუშაობდნენ, რათა ჰააგაში ჭეშმარიტება არ გამრუდებულიყო

მინდა, ყველა ქართველ პროკურორს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, მაშინ მუშაობდნენ, რომ ჭეშმარიტება არ გამრუდებულიყო ჰააგაში, მივულოცო დიდი შედეგი, ჭეშმარიტება კი არის ერთადერთი, ჩვენ, ქართველები გავხდით ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი, ჩვენ დავკარგეთ არაერთი სიცოცხლე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ჭეშმარიტებაა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები იქნენ წამებისა და მოკვდინების მსხვერპლნი და ეს გამოძიება ამ პირებზე, უნდა გაგრძელდეს.

„მე გავიხსენებდი ამასთან დაკავშირებით იმ შეხვედრას, რომელიც მე მქონდა ფატუ ბენსუდასთან, რომელიც იყო ჰააგის სასამართლოს პროკურორი და რამდენიმე თვეში უკვე უსრულდებოდა უკვე მას თავისი უფლებამოსილება. რასაკვირველია, მაშინ მან ვერანაირი კონკრეტული ინფორმაცია ვერ გასცა, მას ეს ეკრძალებოდა, მაგრამ ეს იყო ის დღე, რამდენიმე წლის წინ, როდესაც თქვა, რომ პირები იდენტიფიცირებულები არიან, გარკვეული კონკრეტული შედეგი გამოძიებას უკვე მალე ექნებაო და ეს არის ის შედეგი, რომელსაც დღეს ვხედავთ. მინდა, ყველა იმ ქართველ პროკურორს, რომლებიც ჩვენთან ერთად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, მაშინ მუშაობდნენ, რათა ჭეშმარიტება არ გამრუდებულიყო ჰააგაში, მივულოცო ეს დიდი შედეგი, ჭეშმარიტება კი არის ერთადერთი, რომ ჩვენ გავხდით ქართველები ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი, რომ ჩვენ დავკარგეთ არაერთი სიცოცხლე, რომ ჩვენი სამხედრო ტყვეები იქნენ წამებისა და მოკვდინების მსხვერპლნი. ეს გამოძიება ამ პირებზე, არ უნდა შეჩერდეს, უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან უფრო მეტი დანაშაულია ჩადენილი. ყველა მტკიცებულება ჩვენი მხარიდან არის წარდგენილი. მინდა, ქართველ პროკურორებთან ერთად, ჰააგის სასამართლოს პროკურორებსაც მივულოცო ეს შედეგი, ვინაიდან გამოძიების მსვლელობისას, როდესაც პირების იდენტიფიცირება ხდება და დაკავების ორდენი გამოიცემა, პირველ რიგში ეს გამომძიებლების, კვალიფიციური მუშაობის შედეგია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა