ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ალბათ კოშმარულ სიზმარში ვერ წარმოვიდგენდით, რომ საელჩოსთან ინციდენტზე საუბარი გვექნებოდა-ხატია დეკანოიძე

ნახვები: 445 ალბათ კოშმარულ სიზმარში ვერ წარმოვიდგენდით, რომ საელჩოსთან ინციდენტზე საუბარი გვექნებოდა-ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ხატია დეკნაოიძე ამ კომენტარით გამოეხმაურა გუშინ აშშის საელჩოსთან მომხდარ ინციდენტს.

დეკანოიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში იმ ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც იძალადა.

„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ნებისმიერ ცივილიზაციაში, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს ადამიანს, როცა ის მეორე ადამიანზე ძალადობს, რა თქმა უნდა, ისჯება სისხლის სამართლებრივი პროცედურით. ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტს ვუყურებ, როგორც ერთ სურათს იმასთან მიმართებით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა – რაც იყო ქუთაისში, ოზურგეთში და სხვადასხვა ქალაქში, როცა „ქართული ოცნება“ პირდაპირ ძალადობაზე მოუწოდებდა საკუთარ მომხრეეებს, საკრებულოსა და ფრაქციის წევრებს. პირადად მე, ეს ყველაფერი ქუთაისში შემემთხვა. დღესაც იყო ინციდენტი იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც დადიოდა და საუბრობდა ევროპაზე. მაშინ, როცა პარლამენტის წევრები ადამიანზე ძალადობენ და ამას ამართლებენ, ზედმეტია საუბარი, რომ „ქართულ ოცნებას“ ან მის წარმომადგენლებს შეიძლება, რამე მოვთხოვოთ. არ ვაპირებ, იმ კომენტარების ანალიზს, რომელიც სამარცხვინოა, განსაკუთრებით, პარლამენტის წევრების. ყველას მოვუწოდებ, ვინც 3 ივლისს გამოსვლას აპირებს და დაორგანიზებულ ჯგუფებთან შეხვედრები უწევთ, „ქართულ ოცნებას“ ძალადობაში არ უნდა ჩავყვეთ, რადგან ჩვენ, ყველა ერთად ვართ ევროპა და ძალადობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აორგანიზებს, მხოლოდ მათი გამორჩეული ნიშანია.

საკანონმდებლო ორგანოში იმ ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც იძალადა. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, ძალადობა საელჩოში მოხდა. ალბათ კოშმარულ სიზმარში ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამაზე საუბარი გვექნებოდა. ჩვენთან ცივილიზებული წყობა რომ იყოს და არა ოლიგარქიული, ეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ახალი არ არის, როცა „ქართული ოცნება“ მედიას თავს ესხმის, გავიხსენოთ, 5 ივლისი, ნიკა გვარამიას დაკავება და მედიამენეჯერების საქმეები. ეს ყველაფერი საერთო სურათს იძლევა – „ქართული ოცნებისთვის“ ყველა მიუღებელია, ვინც მათი კრიტიკოსია. ძალიან მძიმეა, როცა ამ რეალობაში ცხოვრება გვიწევს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა