ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს - სამადაშვილი ოცნების გეგმაზე

ნახვები: 378 იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს - სამადაშვილი ოცნების გეგმაზე

ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დეპოლარიზაციის გეგმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ დღეს წარადგინა, უკვე გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში. სამადაშვილს მიაჩნია, რომ ეს "უაზრო თამაშია", რომელშიც ოპოზიცია ხელისუფლებას არ უნდა შეყვეს.

"დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილია უკვე მიშელის შეთანხმებაში, რომლის შესრულებაც პირველი მოთხოვნაა ევროკავშირის პირობებს შორის. არ მომისმენია, რომ ოცნება აპირებს ამ შეთანხმების აღდგენას. 12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მონიტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა. ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს", - წერს სამადაშვილი.

დღეს ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების შესრულებისთვის გეგმა გააჟღერა. 

როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლისთვისაც უნდა "გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა