ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ნახვები: 399 რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. კიევი და მოსკოვი აფეთქებებში ერთმანეთს სდებენ ბრალს,- ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ბელგოროდის ოლქის უფროსის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გასულ ღამით ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

გლადკოვის თქმით, საერთო ჯამში 11 მრავალსართულიანი და 30 კერძო სახლი დაზიანდა, რომელთაგან 5 სრულად არის განადგურებული. გასულ ღამესვე, კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„სამწუხაროდ განსხვავებული ვითარებაა ბელგოროდში. მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილი და დაშავებული მოქალაქეები, განადგურებულია მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები“, – განაცხადა რომან სტაროვოიტმა.

უკრაინული მხარის მტკიცებით, ბელგოროდში მრავალსართულიან სახლს რუსული რაკეტის „პანცირის“ ნამსხვრევები მოხვდა.

რუსმა სენატორმა, ანდრეი კლიშასმა მომხდარს უკრაინის მხრიდან პირდაპირი აგრესია უწოდა და ყველაზე მკაცრი, მათ შორის სამხედრო პასუხის გაცემა მოითხოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა