Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა წარმოადგინა

ნახვები: 488 არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა წარმოადგინა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა წარმოადგინა.

„საიამ“, „სამართლიანმა არჩევნებმა“, „საფარმა“, „ღია საზოგადოების ფონდმა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“, „კოალიციამ მედიის ადვოკატირევისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ერთობლივად შეადგინეს გეგმა, რომელიც მთავრობის მიერ კონკრეტულად გადასადგმელ ნაბიჯებს მოიცავს.

მათი განცხადებით, პირველი პუნქტის შესასრულებლად, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას გულისხმობს, მხარეები უნდა დაუბრუნდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შედგენილი ხედვა ასევე გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასა და სააგენტო შექმნას, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებს გააერთიანებს. მათი თქმით, 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების გამოხატვაა საჭირო.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 11 პუნქტი შესრულდება, რაც ძალაუფლების გადანაწილებას გამოიწვევს, ავტომატურად შესრულდება მე-5 პუნქტიც, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.

„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რომ წარმოვადგინოთ გეგმა მინიმუმი, რომელიც აუცილებლად არის შესასრულებელი, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების განცხადება და წარმოდგენილი გეგმა, თუმცა ეს გეგმა იყო შემოთავაზება, მხოლოდ პროცედურული საკითხები, სამუშაო ჯგუფები, ვერ დავინახეთ კონკრეტული ნაბიჯები და გვგონია რომ ეს იქნება შემდგომი რაღაც ფორმალური პროცესი, რომელიც გაიწელება და ექვსი თვის თავზე ჩვენ არ გვექნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს სჭირდება. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას, რა არის აუცილებლად გასაკეთებელი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. პირველი, რასაც ჩვენ ვხედავთ რეკომენდაციებში, ეს არის პოლიტიკური პოლარიზაცია ა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვგონია, რომ უნდა დავუბრუნდეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, სადაც ძალიან კარგად იყო გაწერილი, რომ პოლარიზაციის დასრულებისთვის საქართველოს პარლამენტში უნდა მოხდეს ძალთა დაბალანსება, მაგალითად, ხუთ კომიტეტს ოპოზიცია თავმჯდომარეობდეს და მათ შორის ორი იყოს ისეთი კომიტეტი, როგორიც არის საბიუჯეტო კომიტეტი. ეს არის შესასრულებელი ძალიან მარტივად. სჭირდება ხმათა 75%. ასევე, მაგალითად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ერთი მოსმენით უკვე იყო მიღებული და სჭირდება კიდევ ორი მოსმენა, რომ იყოს მიღებული და ესეც ძალიან მარტივად არის შესასრულებელი. გარდა ამისა, როდესაც არჩევნებს ვეხებით, ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება, რომელიც ეხება ცესკო-ს დამოუკიდებლობას და ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების, ასევე კონსენსუსი საფუძველზე მიღებას, იმიტომ რომ ეს იქნება მთავარი არჩევნებისადმი ნდობის ასამაღლებლად. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ასევე გეგმა, როგორ უნდა განხორციელდეს მართლმსაჯულების რეფორმა, რომელთაგან ძალიან მარტივად არის განსახორციელებელი იუსტიციის საბჭოს რეფორმა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა. ასევე, ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ხედვა კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას სააგენტო, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა უწყებებში კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებს და იქნება უფრო ეფექტური. დანარჩენი ხედვა გვაქვს ყველა პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოო ჯამში მე-5 პუნქტს, რაც არის დეოლიგარქიზაცია ანუ ოლიგარქიული მმართველობის შესუსტება, ამას გამოიწვევს და თუ დათმობილი იქნება დანარჩენი 11 პუნქტი, სადაც ძალაუფლების დანაწილებას გულისხმობს, რა თქმა უნდა შეასუსტებს ოლიგარქიულ მმართველობას. დანარჩენი პუნქტების შესრულება გულისხმობს ზოგჯერ ერთ მოსმენას და საბოლოო ჯამში, ეს გულისხმობს პოლიტიკურ ნებას, თუკი იქნება პოლიტიკური ნება ყველაფერი არის ძალიან მარტივად მიღწევადი“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, ნინო დოლიძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა