ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნიკოლოზ სამხარაძე - მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად

ნახვები: 448 ნიკოლოზ სამხარაძე - მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტზე გამართულ დებატებში. სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

„რუსეთს სურს შავი ზღვა გარდაქმნას შიდა წყლებად, სადაც მას ექნება მოქმედების სრული თავისუფლება. ეს გარემოება კი, თავისთავად, შეამცირებს სატრანზიტო პროექტების და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს და გაზრდის რუსეთის წვდომას რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ დერეფნებზე, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით პარტნიორებმა ევროპასა და აშშ-ში კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ თავიანთი წარმომადგენლობა რეგიონში და გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რომ წინ აღუდგნენ რუსეთის ოკუპაციას შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსა და უკრაინაში.

„მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ არის – თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად რუსეთის ექსპანსიონიზმის და მისგან მომდინარე სხვა შესაძლო საფრთხეების შესაკავებლად იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება. მე მჯერა, რომ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა