კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან იოსელიანი - არ მგონია, აქციის ორგანიზატორები გამოხატავდნენ აქციაზე მყოფი ადამიანების სულისკვეთებას

ნახვები: 425 ლევან იოსელიანი - არ მგონია, აქციის ორგანიზატორები გამოხატავდნენ აქციაზე მყოფი ადამიანების სულისკვეთებას

მადლობა ეკუთვნის ხალხს, რომელიც ქუჩაში პერმანენტულად გამოდის და იცავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები ძალიან მძლავრ სიგნალს უგზავნიან ხელისუფლებას, რომ არ მისცემენ უფლებას, გადაუხვიოს ევროპულ კურსს.

ამასთან, როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მეორე საკითხია, რამდენად არის პოლიტიკური კლასი მზად, იმდენად მძლავრად მიიტანოს ხელისუფლებამდე ეს გზავნილი, რომ კონკრეტული შედეგები გამოიღოს.

„ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ხალხს, რომელიც ქუჩაში პერმანენტულად გამოდის და იცავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ადამიანები ძალიან მძლავრ სიგნალს უგზავნიან ხელისუფლებას, რომ არ მისცემენ უფლებას, გადაუხვიოს ევროპულ კურსს. გუშინდელი აქციაც ამის დამადასტურებელი იყო.

მეორე საკითხია, რამდენად მზადაა პოლიტიკური კლასი, რათა მოახდინოს ამ გზავნილის იმდენად მძლავრად მიტანა ხელისუფლებამდე, რომ კონკრეტული შედეგები გამოიღოს. აქ არის პრობლემა, რადგან არც ის ორგანიზაცია, რომელიც აქციის ორგანიზებას ახდენდა და სამწუხაროდ, არც პოლიტიკური პარტიები არ არიან ისეთ ფორმაში, ვისაც შეუძლიათ ამ მუხტის საკმარისად მიტანა ხელისუფლებამდე. ამიტომ მოხდა, რომ საბოლოო ჯამში ეს აქცია დაიშალა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის ფიქრობს, რომ აქციის ორგანიზატორები ნ აქციაზე მყოფი ადამიანების სულისკვეთებას არ გამოხატავენ. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქცია ასე უცებ არ დაიშლებოდა.

„არ მგონია, აქციის ორგანიზატორები გამოხატავდნენ აქციაზე მყოფი ადამიანების სულისკვეთებას და აზრს. ეს აქციის შედეგმა დაადასტურა. ეს რომ ასე ყოფილიყო, აქცია ასე უცებ არ დაიშლებოდა. ეს ერთმანეთისგან აცდენილი იყო. ამიტომ მათ განცხადებებზე კომენტარს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა