საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებზე“ - შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა - უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს კონკრეტულ საკითხებზე ვესაუბროთ

ნახვები: 339 ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებზე“ - შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა - უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს კონკრეტულ საკითხებზე ვესაუბროთ

არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით კომპეტენტური პირები მუდმივად იყვნენ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან.

როგორც დავითაშვილი აცხადებს, „ნამახვანჰესის" შესახებ კომუნიკაცია არსებობდა, მათ შორის, იყო ფორმალური და არაფორმალური შეხვედრაც. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის დროს.

"ვფიქრობ, კომუნიკაცია, შესაძლოა, არ იყო სრულყოფილი. თავიდანვე ამაზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გაცხადება, როდესაც მინისტრებს სთოხვა ჩართულიყვნენ კომუნიკაციაში. მე ვიტყოდი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი, ის ადამიანი, ვისაც უშუალოდ ეხებოდა გადაწყვეტილების მიღება და კომპეტენტურია ამ საკითხში, მუდმივად იყო მოსახლოებასთნ კომუნიკაციაში. ეს არის როგორც ეკონომიკის, ისე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელი ", - აღნიშნავს დავითაშვილი.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ულტიმატუმის ენით საუაბრი შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა.

„ჩვენ სწორი ფორმატები უნდა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში, ექნება დიალოგს აზრი და მივიღებთ შედეგს.

ჩვენ შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვისაუბროთ, მაგრამ შედეგის მომტანი ეს არასოდეს, არსად, არც ერთი მიმართულებით, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა, არა თუ კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტთან. არც ერთ პოლიტიკურ პროცესში ასეთი ტიპის ულტიმატუმებს შედეგი არ მოუტანია.

ჩვენ ვართ ამის მომსწრე, მათ შორის, უახლოეს წარსულში. გვესმის, რომ მხოლოდ დიალოგით ხდება გადაწყვეტილბის მიღება. უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს კონკრეტულ საკთხებზე უნდა ვესაუბროთ", - აღნიშნავს დავითაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა