ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კახა კუჭავა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებზე - ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს

ნახვები: 395 კახა კუჭავა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებზე - ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს

ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება და მისი მიზანი იმის დადგენაა, რამდენად ხედავენ აქციის მონაწილეები ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობის საჭიროებას.

„ჩემი აპარატიდან დაუკავშირდნენ შეხვედრასთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანს, ძალიან მარტივი მიზეზით, რომ გამეცნო და მომესმინა რამდენად არის ზოგადად და ისინი რამდენად ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოვება.

რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო. ის ფორმატი, რაც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ იყო კონსტრუქციულობის ჩარჩოში, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ საკითხები განხილულ იქნას ასეულობით ადამიანთან, მითუმეტეს, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ნამდვილად გვქონდა ეს პრაქტიკა, რომ მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მათ შორის, „ფეისბუქზე". ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია, შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას ნებისმიერი ფორმით, ლაივი იქნება ეს, ტელევიზიით, „ფეისბუქით" თუ სოციალური ქსელებით,"- განაცხადა კუჭავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა