ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გურამ მაჭარაშვილი - გამოვაცხადეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც, 12 პუნქტი უნდა შესრულდეს, რაც მოწონებულია კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარების მხრიდანაც კი

ნახვები: 368 გურამ მაჭარაშვილი - გამოვაცხადეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც, 12 პუნქტი უნდა შესრულდეს, რაც მოწონებულია კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარების მხრიდანაც კი

ჩვენ საზოგადოებისთვის უკვე გამოვაცხადეთ გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ დადებული 12-პუნქტიანი გეგმა უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი ხელისუფლება, საზოგადოება და ოპოზიცია ჩართული უნდა იყოს ამ გეგმის შესრულებაში, რაც მოწონებულია მათ შორის კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარების მხრიდანაც კი.

„ევროკავშირი და დასავლელი პარტნიორები იწონებენ ამ გეგმაზე კონსულტაციების დაწყებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო ჯგუფები უნდა შეიქნას ამ საკითხების განსახორციელებლად. „ქართული ოცნების“ მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება უკვე დაწყებულია და პირველი პუნქტი, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ არის დაწესებული, დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებაა, ახლა ოპოზიციის მოედანზე მათ უნდა გააკონტროლონ კონსტრუქციული საუბარი და სამუშაო ჯგუფებში მუშაობა. ოპოზიციას არ აწყობდა რეგლამენტის წაკითხვა. რიგგარეშე სესიები იმ შემთხვევაში ტარდება, როდესაც არის აუცილებელი საჭიროება ამა თუ იმ საკითხის გატანის სესიაზე. სესიაზე საკითხის გატანამდე აუცილებელია, რომ გარკვეული კონსულტაციები შედგეს ამა თუ იმ საკითხზე, საკომიტეტო მოსმენები გაიმართოს და სხდომები ჩატარდეს. სესიებს შორის პერიოდი პარლამენტარებისთვის დასვენებას არ ნიშნავს. მუშაობა საკომიტეტო და სამუშაო ფორმატში და ინდივიდუალურ რეჟიმში ისევ მიდის. თუ მათ წარმოუდგენიათ, რომ სესიებს შორის პერიოდი ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ისვენებს, ეს ასე არ არის. ისინი ისვენებენ არა თუ სესიებს შორის პერიოდში, არამედ სესიების დროსაც და პარლამენტში მხოლოდ დესტრუქციისთვის მოდიან. მთავარია. ყოველგვარი რიგგარეშე სესიების მოწვევის გარეშე დაიწყოს მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა