Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

12-პუნქტიანი დავალება ოპოზიციის შესასრულებელიცაა, ვის რა ჭმუნვები, წუხილები და კომპლექსები აქვს, ნაკლებად მაინტერესებს-ლევან იოსელიანი

ნახვები: 534 12-პუნქტიანი დავალება ოპოზიციის შესასრულებელიცაა, ვის რა ჭმუნვები, წუხილები და კომპლექსები აქვს, ნაკლებად მაინტერესებს-ლევან იოსელიანი

ოპოზიციონერი დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, 12-პუნქტიანი დავალების შესრულებაში ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოს.

იოსელიანის თქმით, ყველა პროცესი უნდა გააგებინონ მოქალაქეებს, რათა მათთვის ცხადი იყოს, სინამდვილეში რა ხდება.

„ის 12-პუნქტიანი დავალება, შესასრულებელი რაც არის, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც შესასრულებელია. ამიტომ​ მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოს. ვის რა ჭმუნვები, წუხილები და კომპლექსები აქვს, ეს ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლოსთვის საზოგადოებას ვაჩვენოთ ან ის, რომ ჩვენ შევძელით და შევასრულეთ ეს ყველაფერი და ხელისუფლება ვაიძულეთ, რომ რაღაცის გაკეთება თუ არ უნდოდა გაეკეთებინა; ან მეორე – ისიც დავანახოთ, რომ ხელისუფლებას არ უნდა ამ მოთხოვნების შესრულება და ეს პროცესიც საჯარო გავხადოთ. ჩვენ მანდატი იმისთვის გვაქვს, რომ ყველა პროცესი გავაგებინოთ ჩვენს მოქალაქეებს და მათთვის ცხადი იყოს, სინამდვილეში რა ხდება. თუნდაც მარტო ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, იმას რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ გვეუბნება ეს დოკუმენტი, ოპოზიციის მონაწილეობა რომ აუცილებელია. ევროკავშირში თუ გვინდა, ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთთან ლაპარაკობენ და ერთმანეთის აზრს პატივს სცემენ. ამას თუ არ ვისწავლით, მაშინ, დამერწმუნეთ, რა სტატუსიც არ უნდა მივიღოთ, ევროკავშირის კარი დიდხანს იქნება დახურული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, ევროკავშირის მიერ მოცემულ 12-პუნქტიან დავალებაში პირველია დეპოლარიზაცია და ის ვერ შესრულდება, თუ მაგიდასთან არ დაჯდები და საუბარს არ დაიწყებ.

„ეს ორჯერ ორია. თუ ვიღაც თვლის, რომ ბრიფინგებით შესაძლებელია ამ 12 პუნქტის მიღწევა, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა