ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ყველგან ვიღებთ მონაწილეობას, რათა დავინახოთ, რა პროცესია და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რაღაც გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრაო-იაგო ხვიჩია

ნახვები: 438 ყველგან ვიღებთ მონაწილეობას, რათა დავინახოთ, რა პროცესია და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რაღაც გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრაო-იაგო ხვიჩია

​ყველგან ვიღებთ მონაწილეობას, რათა დავინახოთ, რა პროცესია და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რაღაც გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრაო, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რა სურს „ქართულ ოცნებას“.

„რაც შეეხება 12 პუნქტს და „ქართული ოცნების“ ჯგუფებში მონაწილეობას, როგორც ჩემთვის ცნობილია, საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში უნდა განხორციელდეს. კომიტეტებზე ოპოზიციაც და ხელისუფლებაც აქამდეც დავდიოდით. მე ვფიქრობ, მოსმენების ამ ნაწილსაც ოპოზიცია უნდა დაესწროს – მეც უნდა დავესწრო და სხვებიც უნდა დაესწრონ. უნდა გავიგოთ, მართლა რა უნდა „ქართულ ოცნებას“, რეალურად რა არის ის შემოთავაზება, რასაც აკეთებენ, რამდენად აქვს მას კავშირი ევროინტეგრაციასთან. ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში მოვუყვეთ, რასაც ვაკეთებთ და რაშიც ვმონაწილეობთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ეს ევროინტეგრაციის გზაზე გვეხმარება, თუ უბრალოდ, ფორმალურად არის გაკეთებული იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროცესი შექმნას, თითქოს რამეს აკავებს. ჩვენ ყველგან ვიღებთ მონაწილეობას, მინიმუმ იმისთვის, რომ დავინახოთ, რა პროცესია ეს და „ქართულ ოცნებას“ ის არ ვათქმევინოთ, რომ ჩვენ რაღაცა გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრაო.

პარალელურ რეჟიმში, ველაპარაკებით იმაზე, თუ რა იქნება, მათი აზრით, პოლარიზაციის დამამთავრებელი მათთვის; ოპოზიცია როდის შეწყვეტს ჩხუბს და ხელისუფლებამ ამისთვის რა უნდა გააკეთოს. მთავარი ევროინტეგრაციის შემაფერხებელი არის ჩვენი ჩხუბი, პოლარიზაცია, რომლისგანაც მოდის შენიშვნების უდიდესი ნაწილი. დეოლიგარქიზაციაც ეს ნაწილია შენიშვნების. გვინდა, ოპოზიციის მხრიდან დავინახოთ, რა არის ის, რაზეც ისინი ჩხუბს შეწყვეტენ, მერე ხელისუფლების ნაბიჯებს დავაკვირდეთ. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ვინ ჩაშლის ამ პროცესს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა