Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

თეა წულუკიანი ზარზმის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ნახვები: 411 თეა წულუკიანი ზარზმის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ზარზმაში იმყოფებოდა, სადაც არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან (დიმიტრი ჭუაძე), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ დავით ტაბიძესთან ერთად, ზარზმის მონასტრის მდგომარეობას და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა მიიღო ინფორმაცია ზარზმის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, რომლის პროცესშიც არქიტექტორ-რესტავრატორებმა ახალი დაზიანებული კერები გამოავლინეს. კერძოდ, ხარაჩოების მოწყობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბუნების ზემოქმედების შედეგად სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. შედგა შეთანხმება, რომ ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აქტიურად ჩაერთვება.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ზარზმის მონასტერი სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 2012 წლიდან, მონასტერში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სახსრების შესაბამისად

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა