სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

პიერ მოტე - მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტში, ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი არის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა

ნახვები: 505 პიერ მოტე - მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტში, ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი არის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა

მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტში, ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი არის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა, – ამის შესახებ IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტემ ქუთაისში, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა.

პიერ მოტე აცხადებს, რომ ადრონული თერაპია არის ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაცია მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით, როგორც ფიზიკაში, მედიცინაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და იქნება უნიკალური შესაძლებლობა.

„უკვე რამდენიმე დღეა, აქ ვარ და შემიძლია, მეგობრები ვუწოდო ამ ადამიანებს, გაცილებით ბევრი არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ერთად, შემდგომი რამოდენიმე წლის განმავლობაში. დიდი მადლობა ფონდს, რომ მოგვცა საშუალება, შევერთებოდით ამ ახალი ტექნოლოგიური ცენტრის განვითარებას ქუთაისში. რაც შეეხება ტექნოლოგიას, ეს არის ადრონული თერაპია, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაცია მეცნიერების, კვლევის, ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით, როგორც ფიზიკაში, მედიცინაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა იქნება ჩვენთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც წლებია, ვიცნობთ და ვისთან ერთადაც ვმუშაობთ ამ ტექნოლოგიაზე ასევე პენსილვანიის უნივერსიტეტში.

ძალიან მოხარული ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროექტში, წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში და ყველაზე დიდი მიზანი, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პაციენტების, ბავშვების მკურნალობა, რომელთაც კიბო აქვთ. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ვართ აქ და ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული დღე, დღეს ჩემი ვაჟის დაბადების დღეა და სამუდამოდ დავიმახსოვრებ ამ დღეს, არა მხოლოდ, როგორც საფუძვლის ჩაყრის დღეს, არამედ იმ დღეს, როდესაც ძალიან დიდი წარმატება ვუსურვე არა მარტო ჩემს თავს, არამედ მთელს გუნდს“, – განაცხადა პიერ მოტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა