კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ-შალვა ნათელაშვილი

ნახვები: 308 ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ-შალვა ნათელაშვილი

ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია, კვლავ დასვას არაერთხელ უკვე კარგად ნავაჭრი პარტიები ვითომდა მოლაპარაკების მაგიდასთან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯერ კიდევ აქვს დრო ოპოზიციას, დატოვონ საპარლამენტო მანდატები.

„ისევ და ისევ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია, კვლავ დასვას არაერთხელ უკვე კარგად ნავაჭრი პარტიები ვითომდა მოლაპარაკების მაგიდასთან იმ გათვლით, რომ ივანიშვილი გამოძვრეს უკვე ფაქტობრივად დაწყებული სანქციებიდან, ხოლო არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიაღწიოს 2024 წლამდე, შემდგომში იგივე ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობით. გაფრთხილებთ – ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით. ჯერ კიდევ გაქვთ დრო, დატოვოთ მანდატები და შეუერთდეთ ივანიშვილზე სანქციების მოთხოვნას, რაც უმოკლეს ხანში საბოლოოდ ჩამოშლის რეჟიმს“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა