კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა

ნახვები: 261 თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა

დღეს, 25 მაისს, „თავისუფლების მოედანზე" საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა.

თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტის, გიორგი გოგოჭურის თქმით, კორონა ვირუსის გამო დადგენილი რეგულაციების გატვალისწინებით, 26 მაისი მოკრძალებული იქნება.

„დღეს თავდაცვის ძალების დანაყოფები გადიან გენერალურ რეპეტიციას 26 მაისთან დაკავშირებით. მინდა წინასწარ მივულოცო მთელ საქართველოს 26 მაისი და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას, რადგან თავდაცვის ძალები სწორედ ის დანაყოფია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას უზრუნველყოფს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხვალ 247 რეკრუტი დადებს ფიცს საზეიმო ვითარებაში. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს ძალიან მოკრძალებულად არის წარმოდგენილი 26 მაისის ღონისძიება. თუმცა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, ასევე ღონისძიება დაიხურება სუ-25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით", - განაცხადა გოგოჭურმა.

ღონისძიების ორგანიზატორის, თათა სვანიძის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსაღნშნი ღონისძიება, პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

„გასაგები მიზეზების გამო, წელს 26 მაისი განსხვავებული იქნება. პროტოკოლის დაცვით თავისუფლების მოედანზე გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, რომელიც ასევე 5 სხვადასხვა რეგიონიდან იქნება პირდაპირი ჩართვით. ღონისძიება 11:00 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებაზე წელს გადაიფრენენ სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს დროშის ფერებში ბოლს გაუშვებენ.

დღსვე, 14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება გაიმართება, რომელიც სამხედრო წესით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა", - განაცხადა სვანიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა