ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გვეუბნებიან, მუხტი დავარდაო, ქაჯეთის ციხესავით შევჭრილიყავით და ქონგურიდან ღარიბაშვილი გადმოგვეგდო? -პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 471 გვეუბნებიან, მუხტი დავარდაო, ქაჯეთის ციხესავით შევჭრილიყავით და ქონგურიდან ღარიბაშვილი გადმოგვეგდო? -პაატა მანჯგალაძე

ერთი მხრივ, იყო პროპაგანდა, რომ ჩვენ არეულობა, ქაოსი და ქვეყნის დანგრევა გვინდა, ხოლო როცა მსგავსი არაფერი გაგვიკეთებია, გვეუბნებიან, მუხტი დავარდა, აქცია დაიშალაო, ქაჯეთის ციხესავით შევჭრილიყავით და ქონგურიდან ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადმოგვეგდო?, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლების ძალაუფლებიდან ჩამოშორება სურთ მშვიდობიანი პროტესტით და არაძალადობრივად.

„ქართული ოცნებისგან“ საოცარ რიტორიკას ვაწყდებით – ერთი მხრივ, პროპაგანდა იყო, რომ ჩვენ არეულობა, ქაოსი და ქვეყნის დანგრევა გვინდა, ხოლო როცა მსგავსი არაფერი გაგვიკეთებია, გვეუბნებიან – მუხტი დავარდა, სახლში წავიდნენ, აქცია დაიშალაო. რა უნდა გაგვეკეთებინა, ქაჯეთის ციხესავით შევჭრილიყავით და ქონგურიდან ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადმოგვეგდო? – არ უნდა დაშლილიყო აქცია და სახლში არ უნდა წასულიყო ხალხი? ირაკლი ღარიბაშვილი რომ ბრიყვია და არ გადადგება ან ივანიშვილი ძალაუფლებას არ დათმობს, ამის გამო ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ? ძალაუფლებიდან ხელისუფლების ჩამოშორება პროტესტით, მშვიდობიანად და არაძალადობრივად გვინდა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა