საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

სანდრო რაქვიაშვილი - შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მივალთ, ამაზე უარის თქმა ალოგიკური იქნება

ნახვები: 409 სანდრო რაქვიაშვილი - შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მივალთ, ამაზე უარის თქმა ალოგიკური იქნება

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მისვლას აპირებს.

მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე უარის თქმა ალოგიკურია.

„ბუნებრივია, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მივალთ. ეს პუნქტები პარლამენტში უნდა გადაწყდეს. როდესაც მმართველი გუნდი გეუბნება, რომ დავსხდეთ, დავილაპარაკოთო, ამაზე უარის თქმა ალოგიკური იქნება. ჩვენ ვერ ვიპოვეთ არგუმენტი, რატომ უნდა ვუთხრათ უარი ადამიანს, რომელიც ლაპარაკს გვთავაზობს. მივალთ შეხვედრაზე, ვისაუბრებთ და რა გამოვა, ეს მეორე საკითხია. რამდენად შესაძლებელია პოლარიზაციის დაწევა ასეთი შეხვედრებით, არ ვიცი, სკეპტიკურად ვარ განწყობილი და სხვანაირი გზა მიმაჩნია სწორი, მაფრამ ჩემს ამ პოზიციასაც იქ დავაფიქსირებ. ამიტომ არ იქნება პრობლემური, შევხვდეთ, დავილაპარაკოთ და თუ მართლა დისკუსია დაიწყება, დარწმუნებული ვარ, რაღაც უკეთეს გზას ვიპოვით“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა