ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მოლოდინი, რომ შალვა პაპუაშვილი აიღებს პასუხისმგებლობას და პროცესებს შეცვლის, არ გვაქვს-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 410 მოლოდინი, რომ შალვა პაპუაშვილი აიღებს პასუხისმგებლობას და პროცესებს შეცვლის, არ გვაქვს-პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციის სახელით საუბარი არ შემიძლია, ყველა პარტიას თავისი გეგმა აქვს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა და ამაში ბევრი პარტია გვეთანხმება, რომ მთავარია „ქართულმა ოცნებამ“ პირველ რიგში ნაბიჯი ნდობისთვის გადმოდგას, ვიდრე მომავალში გასაკეთებელ საქმეებზე ვილაპარაკებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა არ არსებობს.

„მათ გადმოყოლილი აქვთ ვალი შარლ მიშელის დოკუმენტიდან, რაც არის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. იმისთვის, რომ მხარეებს შორის ნდობა აღდგეს, დაინიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მივიღებთ.

„ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა არ არსებობს. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ერთხელ ვენდეთ, მაგრამ საზოგადოება გადააგდეს. ამის შემდეგ იყო შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული პროცესი, როცა შარლ მიშელიც კი გადააგდეს. არანაირი მოლოდინი იმის, რომ ახლა შალვა პაპუაშვილი აიღებს პასუხისმგებლობას და პროცესებს შეცვლის, არ გვაქვს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს მმართველი გუნდის მიმართ, აუცილებელია რიგგარეშე სესიის მოწვევა და საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება

„ვისაც სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ექვს თვეს რეფორმების სიმულაციისთვის არ გამოიყენებს, მივიდნენ და შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას დაესწრონ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ – ნეტარ არიან მორწმუნენი – ვისაც „ქართული ოცნების“ სჯერა, ჩვენ გავატარებთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა